ჩვენ შესახებ
კომპანია "მადამვაინი" 2010 წელს დაარსდა და მიზნად დაისახა უძველესი ჯიშებით ახალი ბრენდების შექმნა განსაკუთრებული სეგმენტისათვის , კერძოდ ეს არის ღვინო მხოლოდ ქალბატონებისთვის. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ დღეს დღეობით საგრძნობლად გაიზარდა ქალის როლი ღვინის წარმოებასა და პოპულარიზაციაში, როგორც ცნობილია მსოფლიოში საუკეთესო ენელოგები, ქალბატონები არიან, თუმცა საქართველოში საკმაოდ დიდი ხანი ითვლებოდა, ალკოჰოლური სასმელების წარმოება მხოლოდ მამაკაცების საქმედ. დიდხანს ვფიქრობდი დამენგრია ეს სტერეოტიპი , ამიტომ 2010 წელს დავაარსე კომპანია „მადამვაინი“, ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, სადაც მხოლოდ ქალები არიან დასაქმებულები, ქალები რომლებიც უზომოდ შეყვარებულები არიან იმ საქმეზე რასაც ქართული ღვინის წარმოება ქვია. ამბობენ დიდი მსგავსებაა ღვინოსა და ქალს შორის და ეს მართალია, ქალიც ისეთივე იდუმალია, ისეთივე კეკლუცი , ისეთივე ხალისიანი , ზოგჯერ კი ისეთივე მკაცრი და ამოუცნობი , როგორც ღვინო, ამიტომ კომპანია " მადამვაინი" აწარმოებს ღვინოებს ისეთივე იდუმალს , როგორც ღვინო " Lovely Woman -სამაისო" წ. ნ/ტკბილი, ისეთივე კეკლუცს, როგორც ღვინო "Coquette- სახალისო" წ. ნ/მშრალი, ისეთივე მშვიდს და სტაბილურს , როგორც ღვინო " Housewife -სადიასახლისო " წ.მშრალი , ისეთივე ხალისიანს , როგორც ღვინო" Rose- სავარდო " ნ/მშრალი და ისეთივე ტრადიციული როგორც „დალოცვილი კახური“ წ.მშრალი. კომპანია " მადამვაინი"აქცენტს აკეთებს დალევის კულტურაზე , მის სწორ მოხმარებაზე , ჯანმრთელობაზე , სილამაზეზე. „მადამვაინი“ არის კომპანია , რომელიც ცდილობს მსოფლიოს წარუდგინოს ქართველი ქალის თვალით დანახული ქართული ღვინო. გეგმები დიდია , ლამაზი და ამოუწურავი ისევე როგორც ქალი და მისი ფენომენი.