2016 წლის რთველის ფესტივალი თელავში
13/01/2017
22 სექტემბერს, ქალაქ თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, ასოციაცია “ქართული ღვინოს“ ორგანიზატორობით ქართული ღვინის კვირეული გაიხსნა. ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიები იყვნენ ჩართულნი. ქართული ღვინის კვირეულის პირველი დღის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც სხვადასხვა კომპანიებთან ერთად “მადამვაინი“-ის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას, როგორც თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გამგეობის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ . უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენა-გაყიდვაზე “მადამვაინი“-ის პროდუქციამ ძალიან დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.