Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/madamwin/public_html/wp-includes/functions.php on line 4247
ისტორია - Madamwine

remember my

You must be over 18

ისტორია

ქართველი კაცი ვენახს სულიერად თვლიდა, თუ მის ოჯახს თავს რაიმე უბედურება დაატყდებოდა იტყოდა, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო. ვაზი იყო და იქნება საქართველოს ეკონომოკური და სულიერი სიძლიერის წყარო. ქართული ღვინის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდად XIX საუკუნე მიიჩნევა. ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის დიდი მონდომებით ქართული ღვინო ევროპულ ღვინოს დაუახლოვდა. ზოგიერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, რომლებიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მზადდებოდა ჭავჭავაძის მამულში. XIX საუკუნის  90-იანი წლების დასაწყისში უკვე რეგულარულად აწარმოებდნენ ღვინოებს: „წინანდალს“, „მუკუზანს“, „ნაფარეულს“, „თელიანს“. XIX საუკუნის 70-იან წლებში ქართული ღვინო ივანე მუხრან-ბატონის მარნებიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდა. ამ დროს გაეცნო ევროპა ქართულ ღვინოებსა და ბრენდებს. 1900 წელს პარიზის გამოფენაზე ქართულ მეღვინეობას უკვე დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი.  მას შემდეგ ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ასპარეზზე ბევრ წარმატებასაც მიაღწია.

 

საქართველოში დაახლოებით 525  აბორიგენული ვაზის ჯიში ხარობს, რითაც საქართველო სხვა ღვინის მწარმოებელი  ქვეყნებისაგან გამოირჩევა,  მაგრამ მარტო ეს არ არის ქართული ღვინის უნიკალურობის ნიშანი,  მთავარი მაინც ქვევრის ღვინის დაყენების  8 ათასი წლიანი ტრადიციაა, რომელსაც  დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი  თიხის ჭურჭელი – ქვევრი უნიკალურია, რაც მდგომარეობს მის დახვეწილ ფორმაში, სიმარტივეში, არქაულობაში და, რაც მთავარია, შეუცვლელ როლში ღვინის ქართულად დაყენების საქმეში.

საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს.   პირველი და მნიშვნელოვანი წესი ქვევრში ღვინის დაყენებისა არის ქვევრში ღვინის დაყოვნება თავისივე ჭაჭაზე როგორც ალკოჰოლური დუღილის, ისე მის შემდგომ პერიოდშიც.
ჭაჭაზე დიდი ხნით დაყოვნებული ღვინო იძენს მუქ ჩალისფერ, ოქროსფერ ან ჩაისფერ შეფერილობას, გამჭვირვალეა და კრიალა, ხასიათდება ხილის ტონებით და ტანინების ზომიერი შემცველობით, არის ბუნებრივად სტაბილური.
მიწაში ჩაფლულ ქვევრში ტემპერატურა არ იცვლება და ის მუდმივად ღვინის დუღილისათვის საჭირო 13°-15°-ს ინარჩუნებს. მასში ბუნებრივად და ქრონოლოგიურად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ქარხნულ წარმოებაში სპეციალური დანადგარები და დანამატები სჭირდება.

საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრიდან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი, ამაზე ნამდვილი, ამაზე ბებრი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას.

ქართულ ღვინოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და წინა პირობა, რომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიკავოს.