ქალებისთვის
სამაისო
სამაისო
ვინიფიკაცია: ყურძენი ხელით იკრიფება სიმწიფის პიკზე. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლების შემდეგ ყურძენი დუღდება უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–28 °C). როდესაც ღვინოში მიღწეულია შაქრის და მჟავიანობის ბალანსი, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.
ორგანოლეპტიკა: ღვინო ადგილობრივი ჯიშის წითელი ყურძნისგან მზადდება, ფერი მუქი ლალისიფერი აქვს მძაფრი შავი ხილის სურნელით. ამ ღვინის ბუნებრივი სიტკბო და ზომიერი მჟავიანობა განაპირობებს ხანგრძლივ და დაბალანსებულ დაგემოვნებას.
მიირთვით: ხილთან, ნამცხვრებთან, ასევე ცხარე აზიურ კერძებთან ტ:12-14°C
ყურძნის ჯიში:
საფერავი, კაბერნე სოვინიონი
წარმოშობა:
კახეთის მეღვინეობის რეგიონი
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტური
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
ღვინის ანალიზი:
ალკ.12 % ნარჩენი შაქარი: 30-40გ/ლ
ტიტრული მჟავიანობა:
5-7გ/ლ.
მოსავლის წელი::
2014