ქალებისთვის
სავარდო როზე
სავარდო როზე
ვინიფიკაცია: დუღილი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში კონტროლირებად ტემპერატურაზე (18°C). ). როდესაც ღვინოში მიღწეულია შაქრის და მჟავიანობის ბალანსი, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.
ორგანოლეპტიკა: ღვინო დამზადებულია სირა, მონტეპულჩიანო, კაბერნე სოვინიონი ჯიშის ყურძნისგან. ფერი ღია ვარდისფერი, ბროწეულისა და კოწახურის არომატი შეზავებულია ატმისა და ჟოლოს სურნელთან.გემო ქორფა და ხალასია, იმავდროულად ელეგანტური.სრულიად იმეორებს არომატების პალიტრას, ხავერდოვანი, გლუვი ტექსტურით და ვარდის ფურცლების ჰაეროვანი სურნელით.
მიირთვით: როგორც აპერიტივი, ასევე მსუბუქ საზაფხულო კერძებთან ტ:8-10°C
ყურძნის ჯიში:
40% სირა, 40% მონტეპულჩიანო, 20% კაბერნე სოვინიონი
წარმოშობა:
კახეთის მეღვინეობის რეგიონი
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტური
ღვინის ტიპი:
ვარდიფერი ნ/მშრალი
ღვინის ანალიზი:
ალკ 11,5 % შაქრის ნარჩენი 9-12გ/ლ ტიტრული მჟავიანობა 5-7 გ/ლ
მოსავლის წელი:
2014