ტრადიციული
მუკუზანი
ვინიფიკაცია:
სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო იხსნება სუფთად და გადადის 225ლ მუხის კასრებში ვაშლრძემჟავა დუღილის და 9-12 თვიანი დაძველებისთვის. შემდგომი დავარგება გრძელდება მარანში უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში და ჩამოსხმის შემდეგ ბოთლებში, ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: მუქი წითელი.
სუნი: გამოირჩევა შავი ალუბლის და შავი შოკოლადის
არომატი: ვანილის და ცხარე სუნელების ტონებით
გემო: სრულსხეულიანი და სავსეა ხილის ტონებით, ძლიერი ტანინით და გამყოლი გემოთი.
მიირთვით მწვადთან, სხვადასხვა ხორცის კერძებთან და ყველთან. ტ: 16-18°C