remember my

You must be over 18

8 რჩევა ღვინის მოყვარულ გურმანებს

13/01/2017

  1. აუცილებელია იცოდთ, რომ დაგემოვნებისას ღვინო მცირე ყლუპებით უნდა მოსვათ და ძალიან ნელა გადაყლაპოთ, რათა შეიგრძნოთ მისი გემოს იდეალურობა.
  2. ღვინის ბოკალი აუცილებლად მისი ფეხით უნდა დაიჭიროთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკიდოთ ხელი მის მუცელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭიქაში არსებული სითხე გათბება და არომატსა და გემოს დაკარგავს.
  3. ღვინის კერძთან შეხამების დროს გაითვალისწინეთ რომ პომიდორი რთული ბოსტნეულია მისი სიმჟავიანობის გამო ამიტომ პომიდორთან ერთად მიირთვით მომჟავო იმერული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო.პომიდორთან ერთად მხოლოდ მჟავე ღვინის მირთმევაა დასაშვები.
  1. მშრალი თეთრი ღვინო – იდეალურია სალათებთან, ზღვის პროდუქტებთან, ფრინველის ხორცისგან დამზადებულ კერძებთან, თევზეულის ცხელ სადილებთან, ღორის ხორცის ცივ კერძებთან.
  2. ტკბილი თეთრი ღვინო – ღვიძლისგან დამზადებულ ძეხვეულთან, დესერტებთან და ხილთან.
  3. მშრალი წითელი ღვინო – დაკონსერვებული ხორცისგან და ღორის ხორცისგან დამზადებულ კერძებთან და არომატულ ყველთან.
  4. თუ ღვინო მსუბუქია, მაშინ მისი დაგემოვნება სალათებთან ერთადაც შეგიძლიათ.
  5. ტკბილი წითელი ღვინო – დესერტებთან და მსუბუქ ყველთან ერთად (იმერული ჭყინტი ყველი). ასევე შეგიძლიათ ამ ტიპის ღვინო საკვების მიღების შემდეგ მიირთვათ.

წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები

შეუძლია ღვინოს გააუმჯობესოს ჩვენი ჯანმრთელობა? მეცნიერები ამბობენ, რომ ”დიახ”.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წითელი ღვინო, რომელიც მდიდარია ნივთიერება ფლავონოლით საუკეთესოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ფლავონოლი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, რაც უზრუნველყოფს დაეხმაროს სხეულს ავადმყოფობების, ვირუსების, გაციების დროს. წითელი ღვინო ასევე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ეხმარებიან სხეულს კიბოსა და სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის წითელი ღვინოებიც კი რომლებიც ფლავონოლით არ არის გაჯერებული მაინც ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი ღვინო. ამიტომ საუკეთესო არჩევანი ღვინის სმის დროს არის მშრალი წითელი ღვინო.
მიუხედავად იმისა , რომ წითელ ღვინოს სასარგებლო თვისებები აქვს, მისი აქტიური მოხმარება, განსაკუთრებით, ღამის საათებში არ შეიძლება. საკმარისია, ერთი ჭიქა დაამატოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს და მაშინვე იგრძნობთ სასარგებლო ცვლილებას ჯანმრთელობაზე.
XVI საუკუნეში ერთი შვეიცარელი ექიმი წერდა: ” ღვინო არის საკვები, წამალი და შხამი- გააჩნია დოზას”. როგორც ნებისმიერი საკვები ან სასმელი გადაჭარბებული რაოდენობით, ღვინოც საზიანოდ მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. მედიკოსები თანხმდებიან, რომ დღის განმავლობაში ერთ ჭიქა შავ ღვინოს შეუძლია მამაკაცის სხეულს სარგებლობა მოუტანოს, თუმცა ქალლატონების შემთხვევაში ღვინის დღიური რაოდენობა ნახევარი ჭიქა ან შედარებით მცირე ზომის ჭიქა უნდა იყოს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ექსპერტი, პროფესორი როჯერ კორდერი წლების განმავლობაში სწავლობდა წითელი ღვინის სასარგებლო გავლენებს ორგანიზმზე. თავის ახალ წიგნში კი ის წერს, რომ თითოეული ადამიანის ყოველდღიური რაციონის განუყოფელ ნაწილს სწორედ წითელი ღვინო უნდა შეადგენდეს. კორდერი დაინტერესდა თუ რატომ აქვთ ფრანგებს გულის დაავადებების მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათი საკვები რაციონი შეიცავს ცხიმის დიდ რაოდენობას. მან კვლევა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ჩაატარა და დაასკვნა, რომ იქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი შედარებით მაღალია. შემდგომში გაირკვა, რომ საფრანგეთის ეს მხარე აწარმოებს დიდი რაოდენობით ადგილობრივ ღვინოს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს. სწორედ ამ კვლევის შედეგად დაასკვნა პროფესორმა, რომ ღვინოს ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო სარგებელი მოაქვს.
სანამ ღვინო მამაკაცებისთვის ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი მთავარი ელექსირი არ გახდება, ალბათ ვერ შევძლებთ ვისწავლოთ მხოლოდ ერთი ჭიქა რამხელა მნიშვნელობის მატარებელია. უარი თქვით მომაბეზრებელ სადღეგრძელოებზე და გაიხანგრძლივეთ თქვენი ჯანმრთელი ცხოვრება წითელი ღვინით.