Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/madamwin/public_html/wp-includes/functions.php on line 4247
ჩვენ შესახებ - Madamwine

remember my

You must be over 18

ჩვენ შესახებ

საქართველოში ქალი და ღვინო ისეა დაკავშირებული  ერთმანეთთან,  როგორც არც ერთ სხვა ქვეყანაში. ალბათ სიმბოლურია და ბევრის მთქმელი , რომ ქალი სახელად ნინო,   ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა საქართველოში მართლმადიდებლობის საქადაგებლად, იმ ვაზის  ჯვრით,   რომელიც  მისი თმით იყო შეკრული ,   ქართველმა ხალხმა  მას “ცოცხალი ჯვარი” უწოდა  . ვაზის ჯვარი კვლავ მნიშვნელოვანი სიმბოლოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ვაზი კი ქართველი კაცის სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოა. საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოში ღვინო მარტო მოსალხენად და სარიტუალოდ კი არ გამოიყენებოდა, არამედ საკვებად და სამკურნალოდაც. ქართველებისთვის პურ-ღვინოს თანაბარი კვებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მოხუცებში. ასევე, ღვინით უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ ფიზიკურად მომუშავენი. ძველი ღვინო წამლად გამოიყენებოდა სისუსტის, სისხლნაკლულობის, უმადობის დროს. ყურძნის ნაყოფს ქართველები მრავალმხრივ იყენებდნენ და ოდითგან მისდევდნენ ყურძნის პროდუქტების დამზადება-გამოყენებას. ყურძნის წვენისგან თათარას ამზადებენ საჩურჩხელედ. ჩურჩხელა ოჯახის კვებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. იგი აუცილებელი და ყუათიანი საკვები იყო მეომრებისთვის, მონადირეების, მწყემსების, გზათ-მიმავლებისათვის.

ჯერ კიდევ 19 საუკუნის დასაწყისში აქტიურად  ჩაერთვნენ ქართველი ქალები ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების სფეროში, ამის კარგი მაგალითია ბარბარე იმერლიშვილი, ქალბატონი რომელმაც  1826 წელს თბილისში დააარსა არყის ქარხანა და საკმაოდ წარმატებულ ბიზნესად აქცია.

დღეს დღეობით ქართველმა ქალმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი  მეღვინეობის სფეროში   და საზოგადოებას დაანახა, რომ ფიროსმანის “რთველი”, მისი გამოსახულებით უკანა პლანზე, ქართულ რეალობას სულ უფრო ნაკლებად ასახავს.