ახალი ღვინის ფესტივალი 2016
26/01/2017
ღვინის კლუბის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2016“ გაიმართა. ფესტივალზე მცირე მარნებმა და ღვინის საშუალო და მსხვილმა კომპანიებმა სტუმრებს 2015 წლის მოსავლის ახალი ღვინოები წარუდგინეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მას მინისტრი ოთარ დანელია დაესწრო.
ფესტივალზე კომპანია „მადამვაინი“-მიერ წარდგენილი იქნა ხუთი სახეობის წითელი ღვინო და კომპანიის მიერ დამზადებული ღვინის კოქტეილი ,რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.